среда, 30 ноября 2011 г.

1.    პროექტის სახელწოდება:  გაეცი სისხლი,გადაარჩინე  სიცოცხლე                         
2.      პროექტის მოკლე აღწერა:  პროექტის მონაწილეები იკვლევენ დაავადებებს,რომლებსაც სისხლის დაავადებები ან სისხლის დაკარგვა განაპირობებს.ჩვენი თითოეული წვეთი სისხლი,შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან საჭირო იყოს. ამიტომ ნუ ვიქნებით გულგრილები.
3.      პროექტის  აქტუალობა:  პროექტი საზოგადობისათვის აქტუალურია,რადგან მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ურთიერთპატივისცემის, ურთიერთთანადგომის და დახმარების უნარი.
4.      პროექტის მიზნები:   პროექტის მიზანია ბავშვებს გამოუმუშავდეთ კვლევის უნარი,გამოიკვლევენ  ასევე .არის თუ არა სისხლის საკმარისი რაოდენობა კონკრეტულ კლინიკაში, რომ სისხლის უკმარისობა არ იყოს მიზეზი ადამიანების სიკვდილიანობისა.
5.       მონაწილეთა ასაკი:  მაღალი კლასის მოსწავლეები (მშობლების ნებართვით). პედკოლექტივი  და მშობლები.
6.      ვადები/ხანგრძლივობა: 14 ივნისი (დონორის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით)
7.      მოსალოდნელი შედეგები: პრეზენტაცია:მოძიებული მასალის წარდგენა; გამგზავრება იაშვილის კლინიკაში, კლინიკის დათვალიერება, ექიმებთან გასაუბრება,ბუკლეტების გამზადება დარიგება,კედლის გაზეთზე მუშაობა.
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ტრანსპორტი,კომპიუტერი,პრინტერი,ფორმატი.ფლომასტერები.
9.      პროექტის მსვლელობა:ბავშვებს მოვაძიებინო ინფორმაცია :
ა)სისხლის შემადგენლობის შესახებ;
ბ)სისხლის დაკარგვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ;
ასევე გააკეთებენ პლაკატებს, ბუკლეტებს და გააკეთებენ ბუკლეტების გავრცელების ორგანიზებას.ხელს შეუწყობ რომ პრობბლემა არ შეგვექმნას გადაადგილებასთან დაკავშირებით.
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი აქვს ქიმიასთან და შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმის სტანდარტებს ბუნ. IX .1
11.  პროექტის ხელმძღვანელი:თ.  ბერიძე–მამუკაშვილი.
12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:wita_beridze67@mail.ru















Комментариев нет:

Отправить комментарий